logo
ENG



WHO-მ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

15 აგვ 202400:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/lmy7haj27grq0km.jpg

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა განაცხადა.

WHO მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვირუსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, მის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა, მეცნიერები კი მისი გავრცელების დინამიკით, ახალი შტამებითა და სიკვდილიანობის მაღალი ხარისხით შეშფოთებულები არიან. 

გებრეისუსის განცხადებით, აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ შემდგომი გავრცელების პოტენციალი "ძალიან შემაშფოთებელია". 

"კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლეების გადასარჩენად", - აღნიშნა მან. 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაავადების გავრცელება შესაძლოა, უკონტროლო გახდეს, თუ მის შესაჩერებლად სასწრაფო ზომები არ იქნება მიღებული.

 

close დახურვა